დატოვა თუ არა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა. არხიდან ნიკა გვარამიას წასვლის შესახებ ინფორმაციას დილიდან, არ ადასტურებს და არ ავრცელებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის " მფლობელს, ყარამანიშვილს ეჩხუბა.
ასევე არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ტელეკომპანიაში თათბირი იყო, სადაც იმყოფებოდნენ როგორც ნიკა გვარამია, ასევე, წამყვანი გიორგი გაბუნია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, არხის იურისტები და თანამშრომლების ნაწილი. ტელეკომპანიაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი ლაფერაშვილი ნოდარ მელაძემ 7 ივნისს ჩაანაცვლა. კურიერის წამყვანი ზაალ უდუმაშილი კი, შესაძლოა, "ნაციონალური ოძრაობის" კვოტით თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს.