ვენეციის კომისიის დასკვნა - შეფასებები

08 ივნისი 2017, 20:00 762 ნახვა

ვენეციის კომისია გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას „სხვა ვარიანტების“ განხილვის რეკომენდაციით მიმართავს. 
   უფრო კონკრეტულად,   ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ განხილულ იქნას შემდეგი ვარიანტები: პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; ბარიერის შემცირება 2%-დან 3%-მდე.

გარდა ამისა , ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ვენეციის კომისია   წინასწარი დასკვნის პროექტში აფასებს.
   საერთო ჯამში, კომისია მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს და მიიჩნევს, რომ შეთავაზებული რეფორმა გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი