,,ზაფხული იწყება აქ’’, - ამ სლოგანით აჭარაში ზაფხულის სეზონი იხსნება. ტურისტული სეზონი ოფიციალურად 16 საათზე, ალისა და ნინოს ძეგლთან, გასართობი მუსიკალური შოუთი გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში, იქ მისული სტუმრების განწყობაზე მუსიკოსები იზრუნებენ. ღონისძიებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.