ენმ-ს საკანონმდებლო ინიციატივა

07 ივნისი 2017, 20:00 911 ნახვა

,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებებში უნებართვოდ შესვლის უფლებას ითხოვს. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს  ოპოზიციონერმა  დეპუტატებმა  “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შესახებ” კანონპროექტი მოამზადეს და აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლიელებების ერთ-ერთი ინიციატორის, გია აბულაძის განცხადებით, პენიტენციალური სისტემიდან წერილების  რაოდენობა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში იზრდება, თუმცა კანონით საჭირო სპეციალური ნებართვის გამო მათზე დროული რეაგირება ვერ ხერდება. აბულაძე ამბობს, რომ საკითხზე უფლებამოსილება არ აქვს ისეთ  კომისიას აჭარის უმაღლეს საბჭოში,  რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი