''ზაფხული იწყება აქ'' - ამ სლოგანით ორ დღეში აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნება

06 ივნისი 2017, 20:00 938 ნახვა

“ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ორ დღეში აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნება. “ალი და ნინოს” ქანდაკებასთან სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, ველო მარათონი, ქუჩის რაგბი და ფრანების შოუ. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ხვალ, ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ. წელს, ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი