წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გაიცემა

06 ივნისი 2017, 20:00 970 ნახვა

წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გაიცემა. კონკურსის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 10 წარმატებული პედაგოგი გამოვლინდება. მათგან საუკეთესო კი ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრებში მიიღებს. გამარჯვებულის ვინაობა 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გახდება ცნობილი, რაც შეეხება ჯილდოს, ის კოალიცია განათლება ყველასათვის საქართველოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი