ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები აღშფოთებას გამოთქვამენ

06 ივნისი 2017, 20:00 804 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
თანათავმჯდომარეები მუხტარლის სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე "უკანონო გადაყვანის" გამო აღშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში წერია, რომ თანათავმჯდომარეები მიმდინარე საქმეს თვალყურს ადევნებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი