ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში, ქალაქის დატოვების მცდელობის დროს 163 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის ბავშვები და ქალები. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა ჟენევაში განაცხადა. გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ რუპერტ კოლვილის ვარაუდით, შემთხვევა პირველ ივნისს მოხდა.