სტუდენტების პრობლემები საქართველოში და მათი აღმოფხვრის გზები - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის მიზანი ერთიანი პოზიციის შეჯერება, სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება და საკანონმდებლო პროექტის ინიცირებაა. მსგავსი აქტივობები ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისშიც მიმდინარეობს. შეხვედრები “საქართველოს ახალგაზრდული სოციალისტების” ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.