ენმ რესურსცენტრს ადანაშაულებს

05 ივნისი 2017, 20:00 798 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს რესურსცენტრს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი არასწორი მუშაობის შედეგად მოსწავლეების 50%-მა საატესტატო გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახა. ოპოზიცია ამბობს, რომ მოსწავლეები საკმარის განათლებას არასერთიფიცირებული პედაგოგების და არასწორი პროგრამების გამო ვერ იღებენ.  რასაც არ ეთანხმება ხულოს რესურსცენტრის უფროსი. ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ მოსწავლეების 65%-ზე მეტმა ბარიერი გადალახა. პროგრამები კი ეტაპობრივად იხვეწება.

ამავე კატეგორიაში