შეხვედრა ეროვნული ლიგის წევრებთან

05 ივნისი 2017, 20:00 896 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები,  ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის გუნდების წევრებს შეხვდნენ და მთავრობის 1 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში შესრული ცვლილებები გააცნეს.

კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდი წელს 6 მილიონ 752 ათას 844 ლარით განისაზღვრა. ასევე საფეხბურთო ღონისძებების და საფეხბურთო განათლების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ლარია გათვალისწინებული. 
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ფეხბურთის დაფინანსების წლიური ჯამი გასული წლის ანალოგიურია, თუმცა  თანხებს გადანაწილების პროპორციულობა იცვლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ახალი მოედნის მოწყობა.  

ამავე კატეგორიაში