გუშინ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინიციატივით მტირალას პარკში სტუდენტებისა და მოსწავლეების შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეები გაეცვნენს მტირალას ეროვნული პარკის ეკოსისტემას. მოაწყვეს შვიდკილომეტრიანი ლაშქრობა ტურისტული ბილიკებზე და დაათვალიერეს პარკის ღირსშესანიშნაობები.