ადვოკატი ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

04 ივნისი 2017, 20:00 787 ნახვა

ბათუმში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ადვოკატმა პაატა შავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შავაძე ამბობს, ღოღობერიძეს ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება. მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სთხოვს. შეგახსნებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი