აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლატვიელი და ლიტველი ჟურნალისტები ეცნობიან. დღეს მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ. ხვალ კი უკვე, პრესტურის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარას ეწვევიან.
3 დღიანი ტურის შემდეგ, სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მასლეებს მოამზადებენ. ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კიდევ 9 პრეს ტურის ჩატარებას გეგმავს.