ამერიკული წარმოების იარაღის ტესტირება

29 მაისი 2017, 20:00 1132 ნახვა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო, რომელშიც თავდაცვის მინისტრიც იყო ჩართული.  

ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PK ნატო-ს სტანდარტების ამერიკული ანალოგი  M-240 ეტაპობრივად ანაცვლებს. დღეიდან ქართველი სამხედროები ნატო-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევით აღიჭურვებიან და მომზადდებიან. წლის ბოლომდე ჩანაცვლდება სამანევრო ქვედანაყოფებში, ამის შემდეგ კი მთელ შეიარაღებაში.

ლევან იზორიასთან ერთად საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას გენერალური შტაბის უფროსი გენერალ მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს სიგელები გადაეცა.

ამავე კატეგორიაში