11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე 8 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან და არ არის გამორიცხული მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დაიწყოს და დაიკითხონ მოწმეებიც.
დღესვე მოსამართლე ერთ-ერთ დაკავებულს, რომელსაც ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა , თავის უფლებებს გააცნობს და ბრალის არსს განუმარტავს. სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულებს საგამოძიებო უწყება პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმასა და მასობრივ არეულობაში მონაწილეობას ედებათ.