საერთაშორისო კამპანიას ''ღამე მუზეუმში'' აჭარა მეორედ შეუერთდა. აქციის ფარგლებში, რეგიონში მოქმედი ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ ემსახურებოდა. ექსპონატების პარალელურად, მათ სპეციალური პროგრამები შესთავაზეს.
საგამოფენო სივრცეებში განახლებული ესქპოზიციები გამოფინეს. არქეოლოგიურ მუზეუმში ღონისძიება სახელწოდებით - ''ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში'' გაიმართა, ხელოვნების მუზეუმში კი ფრანკ მაისლერის ნამუშევრები გამოიფინა. პროექტი ''ღამე მუზეუმში'' 2005 წლიდან ევროსაბჭოს ინიციატივით გაერთიანების წევრ ქვეყნებში აღინიშნება.