ხულოში ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

26 მაისი 2017, 20:00 842 ნახვა

ხულოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების  რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს, გრანტის სახით 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის ადგილზე რეალიზაცია, მიგრაციის შემცირება და რეგიონში ტურისტების ზრდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.  ბიზნეს იდეების წარდგენა 31 მაისს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში ხულოს სოფელ დანისპარაულში 12 საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა.

ამავე კატეგორიაში