ლევან ვარშალომიძის პრეტენზიებს შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობაში პასუხობენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არათუ 5 პროექტი, არამედ აჭარაში მრავალი უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: ბათუმის ესტაკადა,მთის გაზიფიცირების პროექტი,ბათუმის სასპორტო სკოლა,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო და სხვა.