115 ათასი ლარი მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის

21 მაისი 2017, 20:00 929 ნახვა

ტურიზმის დეპარტამენტი, მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის 115 ათას ლარს დახარჯავს. ტენდერის მიხედვით, რომელიც 17 მაისს გამოცხადდა, კომპანიამ სარეკლამო ბანერები ბათუმისა და ქობულეთში უნდა განათავსოს. ბანერები უნდა იყოს გზებთან ახლოს, ასევე უნდა განთავსდეს ხიდებზე და ქალაქების შემოსასვლელებში

ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს სარეკლამო კამპანია ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის არის გათვლილი, რომლებსაც ბათუმის გარდა სთავაზობენ აჭარის სხვა ტურისტული ობიექტების მონახულებას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: "მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს (როგორც შიდა, ასევე უცხოელ ტურისტებს) ჩვენ ბათუმსა და ქობულეთში გაკეთებული გარე რეკლამით მოვუწოდებთ ეწვიონ მთიან აჭარას. ბანერებზე განთავსდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების ფოტოები თავისი წარწერებით. დეპარტამენტის მიზანია აღნიშნული გარე რეკლამით, რომელსაც ასევე თან დაერთვება ონლაინ რეკლამა და საიმიჯო ვიდეო რგოლი, პოპულარიზაცია გაუკეთოს მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს".

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი