ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმართველობაში კონფენრეცია ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს. შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპზე, ასევე აჭარის ადგილობრივ თვითმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრა ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა და ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის” თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.