გატაცებულმა საქართველოს მოქალაქებმა ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვეს

15 მაისი 2017, 20:00 826 ნახვა

გატაცებულმა საქართველოს მოქალაქებმა ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვეს. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი, 2 ათასი რუსული რუბლის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. მათ ბრალად ედებოდათ ე.წ. საზღვრის კვეთა. გათავისუფლებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხეს. მოქალაქეები ყვებიან, რომ როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა აიყვნეს ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ და საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ.  მათი ინფორმაციით, ტყეები საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება, გავლებული არ არის მავთულხლართები და არც ე.წ. საზღვრის მანიშნებლებია დამონტაჟებული.

ამავე კატეგორიაში