23 გარდაცვლილი და 11 დაშავებული-თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა ჰურიეთი იუწყება.
დაღუპულთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვებია. ისინი თურქეთის ქალაქ იზმირიდან კურორტ მარმარისზე მიემგზავრებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის რაიონი პოლიციამ გადაკეტა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მუღლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით, ავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გზის ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.