თამარის დასახლებაში მცხოვრები კუტუბიძეების 4-წევრიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს

10 მაისი 2017, 20:00 726 ნახვა

 თამარის დასახლებაში მცხოვრები კუტუბიძეების 4-წევრიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს. ოჯახის დიასახლის თქმით,  დახმარება 2 წლის წინ მოუხსნეს, მათი შემოსავალი კი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის 180-ლარიანი პენსიაა. 
შემწეობის მოხსნის მიზეზად საცხოვრებელზე ფართის მიმატება დაუსახელეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამბობენ კუტუბიძეები. 
ოჯახი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოინახულეს.

პარტიამ ნორმატიული აქტის პროექტი მოამზადა, რომელიც ქულების მინიჭების სისტემის გადახალისებას გულისხმობს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლეს საბჭოს დოკუმენტის საკანონმდებლო ინიციატივად ფორმირებისკენ მოუწოდებენ. 
სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, პირად საუბარში განმარტავს, რომ კუტუბიძეების ოჯახში შრომისუნარიანი 3 წევრია, დეკლარაციიდან კი ჩანს, რომ ისინი მაღალ კომუნალურ გადასახადებსაც იხდიან.  ასეთ შემთხვევაში კი, თემურ ქარცივაძის განმარტებით,  მოქმედი სისტემა სოციალური შემწეობის  გაცემას არ ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი