ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქობულეთში. მოსახლეობამ დაბა ოჩხამურში შინმოუსვლელთა მემორიალი და ქობულეთში ძმათა სასაფლაო ყვავილებით ოფიციალურ პირებთან ერთად შეამკო. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ომში 6 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის - 240 ქალი. ომმა 1418 ქობულეთელი მებრძოლი შეიწირა. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე დახმარების პროგრამიდან“ 3100 ლარი გამოიყო. მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანს 500-500 ლარი, დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 200-200 ლარი გადაეცათ.