აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს სტუდენტებს უმასპინძლეს. ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს დეპუტატები მერაბ კარანაძე და ნუგზარ სურმანიძე შეხვდნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში გაცნობითი ტურის ფარგლებში ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში დისკუსიაც მოეწყო. დეპუტატებმა სამედიცინო საკითხებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას მედიკოსებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაზე დეპუტატებმა სტუდენტებს საკანონმდებლო ორგანის საქმიანობა გააცნეს