,,მედიის როლი და საჭიროებები“ - საკითხზე ბათუმში, კონფერენციაზე მსჯელობენ. ქართული საზოგადოებრივი არხები და საზოგადოებრივი საჭიროებები, მედიის ხარისხის მაჩვენებლები საქართველოში და მსოფლიოში, სწორედ ამ და სხვა თემებს მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ღონისძიებაზე განიხილავენ, რომელიც პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ტარდება. ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.