ქობულეთის გამწვანების სამსახურმა, 1 პრობაციონერი დაასაქმა. ახალგაზრდა მამაკაცი, აიპი ,,ქობულეთის გამწვანებაში მებაღის პოზიციაზე იმუშავებს. მას შესაბამისი დანიშვნის ბრძანება დღეს გადაეცა. მანამდე ამავე აიპიში, ის თვე ნახევარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ასრულებდა. გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ პრობაციონერის დასაქმება მისმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა. რაც შეეხება ქობულეთის გამგეობას, აქ ბოლო სამი წელია პრობაციონერის დასაქმების პირველი შემთხვევაა.