საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს სისტემატურად ამზადებდა და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსა და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.
საქმეზე გამოძიება 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.