აჭარის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, რეგიონს გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას გაეროში ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ტუვალუს, ჩილეს, იემენის, პაპუა-ახალი გვინეისა და გამბიის წარმომადგენლები ესწრებიან.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონისთვის გაეროსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ლაშა კომახიძის განმარტებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აჭარაში ბევრ პროექტს ახორციელებს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში.