მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

23 აპრილი 2017, 20:00 785 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო.   სამართალდამცველებს ის სასამართლო დარბაზში არ მიუყვანიათ და არც მიზეზები განუმარტავთ.  პოლიციელის თქმით, ღოღობერიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ადვაკოტისთვის გაუგებრია,  რა მიზეზით არ მიიყვანეს დაკავებული  სასამართლო პროცესზე. გამოძიება მას პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მერაბ ღოღობერიძე  გუშინ ღვედის არ ქონის გამო დააჯარიმეს, მოგვაინებით კი, პოლიცილებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.  
   ღოღობერიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველი აჭარის ორგანიზაციის ხელმღვანელმა  ციალა ქატამიძემ მოინხულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი