ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში მოხვდა

23 აპრილი 2017, 20:00 991 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ჯარიმის გამოწერისას წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა და პროცესზე გადაიყვანა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში მოხვდა. ახლობლების ინფორმაციით, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შეუძლოდ იმ სასამართლო პროცესზე გახდა, რომელზეც მისთვის ადმინისტრაციული წესით სანქციის შეფარდების საკითხი უნდა განხილულიყო.  ადვოკატი ეჭვობს, რომ ღოღობერიძის დაკავება 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს უკავშირდება და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მითითებით მოხდა. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესის ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი