ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები შეხვდნენ. პოლონელმა მედიკოსებმა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებმა უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ქვემო სილეზიასთან რეგიონი რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ექიმები პოლონეთში რამდენიმე მიმართულებით გადამზადდნენ. დელეგაციის წარმომადგენლები დღესვე სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.