შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5-ის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 3 საათსა 54 წუთზე სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის შვიდი წევრი დაკარგულად ითვლება. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.
არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა რუსეთის მოქალაქე იყო, ორი - უკრაინის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.