საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება

18 აპრილი 2017, 20:00 835 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა მასპინძლობს. პირისპირ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ  მხარდაჭერაზე გაამახვილა. 
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც მიზნად ისახავს ქართველი სპეციალისტების გადამზადებას. 
საუბარი  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკასაც  შეეხო

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი