ბათუმის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა

17 აპრილი 2017, 20:00 1265 ნახვა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა, რომელიც  ადგილობრივებმა თამარის დასახლების სანაპირო ზოლში იპოვეს. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ინფექცია არ გავრცელებულიყო, ადგილობრივებმა დელფინი დაწვეს.   მკვდარი დელფინების გამორიყვის ფაქტი ბოლო ორი წელია გახშირებულია , გასულ წელს  ზღვამ 19-ზე  მეტი დელფინი გამორიყა, ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ადასტურებდა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში ვარაუდობდნენ, რომ დახოცილი დელფინების გამორიყვის მიზეზი დელფინთა მორბილვირუსული ინფექციაა. სააგენტოს ინფორმაციით გამორიყულ დელფინზე  შეხება   ადამიანისთვის სახიფათოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი