დღეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა

17 აპრილი 2017, 20:00 949 ნახვა

დღეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს. დღეს ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები  დაათვალიერეს.  ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოში“,  ისტორიული ძეგლების შესახებ, მოზარდებს დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ. კვირეული 21 აპრილამდე გაგრძელდება. მასში 200- მდე მოსწავლეა ჩართული, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოზარდები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი