დღეს წითელი პარასკევია

13 აპრილი 2017, 20:00 885 ნახვა

დღეს წითელი პარასკევია. ყველაზე მძიმე დღე მართმადიდებელი მორწუმეებისთვის. რადგან ქრისტე ჯვარცმულია. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. 

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა.  პარასკევს გააკრეს მაცხოვარი ჯვარზე ამიტომაცის  ვნების კვირის პარასკევი   ყველაზე მძიმე დღეა მართმადიდებლური სამყაროსთვის. 
 ჯვარცმის ისტორია ასეთია: იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი , წარუდგინეს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იესო გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო სადაც მხოლოდ  ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და ხალხს მიმართა  რომელი გათავისუფლებულიყო. ხალხმა არჩევანი ბარაბაზე გააკეთა და იესო რომელიც მათი  სულის გადასარჩენად  მოევლინა სამყაროს - ჯვარს აცვეს. 
იესოს ცხოვრებაზე გადაღებულია არაერთი ფილმი და მიუზიკლი. მათ შორის მაცხოვრის ჯვარცმის ყველაზე მძიმე და შთამბეჭდავი ისტორია რეჟისორ მელ გიფსონს ეკუთვნის, რომლის  ეკრანიზაციაც 2004 წელს შედგა სახელწოდებით „ქრისტეს ვნებანი“.
  დღეს ყველა ქართულ მართმადიდებლურ ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება.  
ამ დღეს ეკლესია  მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოხსნას და მის ახალ საფლავში გადაბრძანებას იხსენებს. მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვება. „გარდამოხსნას“ ტაძრის ცენტრალურ ნაწილში აბრძანებენ და მსახურების ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "დატირების“ საგალობელი სრულდება. ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში  იესოს დატირების საგალობელი დავით გურამიშვილის ლექსზე „მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი“ სრულდება“. ~

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი