აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის დაკომლექტებისას, მინისტრების კანდიდატურებს ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ შეუთანხმებს, – საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უკვე მზად არის. აჭარის მთავრობის ფორმირების წესიც იცვლება. არსებული რედაქციით, რეგიონის მთავრობა ორ ეტაპად ფორმირედება: უმაღლესი საბჭო ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევს, შემდეგ კი, მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, მინისტრებს.
პროექტის მიხედვით, რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს ერთად აირჩევს. უცვლელია რეგიონის პირველი პირის წარდგენის წესი. კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიქტებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეარჩევს და რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს.