თურქეთში, ავტოავარიისას დაშავებულები, რიზეს საავადმყოფოში რჩებიან

10 აპრილი 2017, 20:00 1036 ნახვა

თურქეთში, ავტოავარიისას დაშავებულები, რიზეს საავადმყოფოში რჩებიან. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, სამი კი კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. შესაძლოა,  ისინი კვირის ბოლომდე საქართველოში გადმოიყვანონ. მკურნალობის ხარჯებს ადგილზე თურქეთი, საქართველოში კი აჭარის მთავრობა აანაზღაურებს.

 რიზეში იმყოფებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში.

ავტოსაგზაო შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. მიკროავტობუსი სახანძრო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5  ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი