გავრცელებული ინფორმაციით ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე უნდა მივიდეს.

09 აპრილი 2017, 20:00 868 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში  მამა რევაზ სიხარულიძე უნდა მივიდეს.  როგორც ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი აცხადებს მამა რევაზმა კურთხევა რამდენიმე დღის წინ მეუფე დიმიტრისგან მიიღო. აღსარების ჩაბარების მერე აზიარებს თუ არა ბრალდებულ დეკანოზ მამა რევაზი  ეს მაშინ გახდება ცნობილი როდესაც ის სასჯელარსრულების დაწესებულებას დატოვებს. სწორედ ეს გახდა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ  ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, შიმშილობა შეწყვიტა.  ინფორმაცია ჟურნალისტებს  დაკავებულის ადვოკატმა შალვა რამიშვილმა მიაწოდა. ადვოკატის  განმარტებით დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მედიკოებმა მისი შეწყვეტა ურჩიეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი