მიხეილ შარაშიძის პირველ ჩიხში მცხოვრებელები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების არარსებობის გამო წვიმის დროს დასახლება იტბორება. მოსახლეობა ასევე გარე განათების ბოძებისა და ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს. აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივანი იმყოფებოდა. მამუკა ქობულაძე ქალაქის მერიას პრობლემის მოგვარებას თხოვს. მერიაში კომენტარი არ გაკეთდა პირად საუბარში კი განმარტეს, რომ დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება KFW-ს პროექტის დასრულდების შემდეგ დაიყება. . ხოლო გარე განათების ბოძები უახლოეს პერიოდში დაიდგმება.