დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

09 აპრილი 2017, 20:00 806 ნახვა

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება:  I ეტაპზე, რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც  უკვე  სწავლობს; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია სადაც ბავშვის რეგისტრაცია სურს და ასევე,  ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაცია  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს . I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 

ამავე კატეგორიაში