სოფელ ფერიის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს

07 აპრილი 2017, 20:00 841 ნახვა

სოფელ ფერიის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, წყალი დასალევად გამოუსადეგარია, როგორც ამბობენ,ავზი 2 წლის წინ ხელვჩაურის გამგეობამ გააკეთა, თუმცა მოსახლეობას წყალი  12 დღის წინ მიაწოდეს   ამავე დროს - დაბინძურებული. ფერიაში მცხოვრებლებს ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ. ისინი გამგეობოსგან წყლის ავზისა და მილების გაწმენდას ითხოვენ. სოფელში, გამგებლის წარმომადგენლის ბეგლარ აბაშიძის თქმით, წყლის სისტემა დაზიანებული იყოდა  ამ წუთებში წყლის სისტემის პრობლემის გამართვაზე მუშაობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი