“ბათომის” მიმართვა

04 აპრილი 2017, 20:00 783 ნახვა

ორგანიზაცია ,,ბათომის” წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  მიმართეს. წერილში, რომელსაც ზურაბ პატარაძე უკვე გაეცნო, საუბარია -“კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დაკომპლექტების წესზე და შემადგენლობაზე. საბჭო ძირითადად,   საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული.  
წერილში აღნიშნულია, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასთან ირიბი შეხება აქვთ და ისინი არ არიან სპეციალისტები, ამდენად ფიქრობენ, რომ საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა გადაიხედოს.  
 წერილში, ასევე, მოყვანილია ამონარიდი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონიდან”, სადაც  წერია, რომ საბჭო შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. რაც შეეხება მეორე საკითხს, კ-2 კოეფიციენტის განსაზღვრის უფლებას, ესუკვე მთვარობის პრეროგატივა აღარ არის,  ქალაქის მერს კი, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, რეკომენდაცია მიეცა, ქალაქის განაშენიანების დროს კ2 კოეფიციენტის განსაზღვრის საკითხი საკრებულომ უნდა განიხილოს.  

    აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ მესამე სექტორის წამომადგენლებთან შესახვედრად მზადაა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რეგიონის პირველი პირი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ მთავარი  ქალაქის სწორი ურბანული განვითარებაა და   რომელი უწყება გასცემს ნებართვებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი