,,სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის მიზანია, ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლოს.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა მთის კურორტებს აქტიურად ავითარებს, რათა წინსვლის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ოთხი სეზონის სამთო კურორტი გახდეს. განცხადებები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გაკეთდა.