ალექსანდრე ჩიტიშვილი გარემოს დაცვის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

03 აპრილი 2017, 20:00 911 ნახვა

უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი გარემოს დაცვის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.  საკადრო ცვლილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აპროტესტებს. რევაზ ხარაზი აცხადებს, რომ შეკვეთილში ხეების გადატანისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების ფონზე,  აღნიშნულ უწყებაში პოლიტიკური ფიგურის დანიშვნა, დანაშაულია. ის ირწმუნება, რომ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი  ე.წ ოდეერის ფუნქციას შეითავსებს.  დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ხეების გადატანისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ამსახველი  ფოტოებიც გამოფინა და ზურაბ პატარაძეს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. აჭარის მთავრობაში   კომენტარს არ აკეთებენ.  კომენტარს არ აკეთებს თავად ალეკო ჩიტიშვილიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი