დეპუტატების მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

15 აგვისტო 2016, 00:00 2452 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ”სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა უკვე დაიწყო. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პარტიის საარჩევნო პროგრამას და არა მათ რეგისტრაციიდან მოხსნას. პარალელურად  რესპუბლიკელები,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სახელისუფლო გუნდის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს ცალ-ცალკე  ერთი მოთხოვნით მიმართვენ-აეკრძალოს პარტიული საქმიანობა “ცენტრისტებს”.  პარტიები თანხდებიან,  რომ ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ მას საქმიანობა უნდა შეუწყდეს. პარტიები ადეკვატურ რეგირებას ცესკოსა და მარეგულირებელი კომისიისგანაც ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში