დიდი 10

01 აპრილი 2017, 20:00 872 ნახვა

დიდი 10 -ის გათამაშების მე-17 ტურის შეხვედრაში ბათუმის სარაგბო კლუბი საკუთარ მოედანზე თბილისის არმიას უმასპინძლებს.16 შეხვედრიდან ბათუმელი მორაგბეების ანგარიშზე  10 მოგებული თამაში ,2 ფრე და 4 წაგებაა, გუნდი 49 ქულით  მე-5 პოზიციაზეა. „თბილისის არმია“ ბათუმელებს 12 ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილს იკავებს. შეხვედრა ბათუმის სარაგბო კომპლექსის ხელოვნურ საფარიან მოედანზე 2 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში