ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო პროექტის „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელება დაიწყო. პირველ ეტაპზე პროგრამაში 80 მოსწავლე ჩაერთო. პროექტის ფარგლებში 8 სკოლის 160-მდე მოსწავლე თეორიულ და პრაქტიკულ კურსს 4 დღის განმავლობაში გაივლის. მიზანი ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანაგდაა. პროექტს ბათუმის ბოტანიკური ბაღი უკვე მესამე წელია ახორციელებს.